პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

 ჩემი კვლევა

 

სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის

საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის

ეკატერინე ქურდაძის

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

 

 

 

თემა: როგორ გავაუმჯობესოთ შემაჯამებელი დავალებების შესრულების ხარისხი და შედეგები რუსულ ენაში

 

 

 

 

 

 

 

2019 წ

 

 

 

 

 

 

 

 

სარჩევი

 

სარჩევი. 1

შესავალი. 2

თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხლვა. კვლევის მიზნები და ამოცანები. 4

1.1        კვლევის სამიზნე ჯგუფი. 4

1.2        მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ. 5

თავი II.  საკვლევი საკითხის მიმოხილვა. 5

2.1 კვლევის საფუძველი. 5

2.2  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება. 5

2.3 კვლევის მიზანი. 6

2.4 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. 6

2.5  მოსალოდნელი შედეგები: 7

2.6  კვლევის ამოცანები. 7

თავი III. ლიტერატურის მიმიხილვა. 7

თავი IV. კვლევის ვადები. 13

თავი V. საკვლევი კითხვების ფორმულირება. 14

თავი VI. კვლევის მეთოდების განხილვა. 15

თავი VII.  მონაცემთა ანალიზი. 16

7.1 მოსწავლეთა შემაჯამებელი ნამუშევრების ანალიზი. 22

თავი VIII. ინტერვენციები. 23

8.1 ინტერვენციების დაგეგმვა. 23

8.2 ინტერვენციების განხორციელება. 24

8.3  ინტერვენცია I. 25

8.4  ინტერვენცია II. 25

8.5 ინტერვენცია III. 26

8.6 ინტერვენცია IV. 27

8.7 ინტერვენციების შეფასება. 27

8.8 მეორადი მონაცემების ანალიზი. 28

თავი IX. მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. 31

9.1 მიგნებები. 31

9.2 რეკომენდაციები. 31

9.3 კვლევის ნაკლოვანებები. 32

დასკვნები. 32

დანართები. 33

დანართი 1. /კითხვარი მასწავლებლებისთვის/. 33

დანართი 2. /კითხვარი მოსწავლეებისთვის/. 34

ბიბლიოგრაფია. 35

რეფლექსია. 36

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესავალი

 

          ეს ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს.

        უცხო ენის შესწავლა თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს საპასუხისმგებლო, შრომატევადი და მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ენერგიას,  როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის მხრიდან. უცხო ენის შესწავლის მიზანს წარმოადგენს არა გრამატიკულ-მთარგმნელობითი პროცესი, არამედ კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ამისთვის მოსწავლემ უნდა შეძლოს გამოუმუშავდეს სამეტყველო უნარ-ჩვევები:  მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა. ეს არის კომპლექსური, ერთი მთლიანი, როგორც რეცეფციული ასევე პროდუქტიული უნარები, რომლებიც რომელიმეს გარეშე შედეგს ვერ მოგვცემენ. ამიტომ საჭიროა ენის სრულყოფილი შესწავლისთვის მოსწავლე დაეუფლოს, როგორც კომუნიკაციურ აგრეთვე  ლექსიკურ-სემანტიკურ (ლექსიკა), გრამატიკულ-სტრუქტურულ (გრამატიკა), ფონეტიკურ-ფონოლოგიურ (წარმოთქმა და ინტონაცია) და ორთოგრაფიულ (მართლწერა) სისტემებს. ამასთანავე აუცილებელია, მოსწავლემ აღიქვას უცხო კულტურა, შეაფასოს და სათანადოდ დააფასოს ამ კულტურის თავისებურებანი, რადგან ენის შესწავლა თავისთავად მოითხოვს იმ ქვეყნის კულტურასთან შეხებას, რომელ ენასაც ეუფლება მოსწავლე. ეს კი ნიშნავს განსხვავებული ღირებულებების, განსხვავებული ტრადიციებისა და ჩვეულებების შემოტანას საკუთარ აზროვნებაში და შეხედულებების გადაფასებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ეტაპოვრივად მოხდეს იმ ნასწავლი მასალის შეჯამება-შეფასება, რაც საშუალებას მოგვცემს, მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, გავაუმჯობესოთ სწავლა-სწავლების შედეგები.

 აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გადავწყვიტე მას შემდეგ რაც პირველი სემესტრის დასასრულს შევატყვე,   რომ მოსწავლეები უცხოური ენის სწავლების ყველა მიმართულებას კარგად ართმევდნენ თავს, თუმცა შემაჯამებელი დავალებებში მიღებული შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა მიმდინარე შეფასებებისგან. თუ გადავხედავთ ესგ-ს ხუთ ძირითად მიმართულებას, პირველი პუნქტი ასეთია: „საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი (მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი, არამედ ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ)“. სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მასწავლებელმა უნდა იცოდეს თუ რა, როდის და როგორ უნდა შეაფასოს. იგი ჯერ გაიაზრებს თუ რა შედეგს უნდა მიაღწიოს, შემდეგ გეგმავს, თუ როგორ შეაფასოს, ბოლოს განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომლითაც მიაღწევს შედეგს. შეფასების როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მასწავლებელი ამით განსაზღვრავს და ადგენს იმ საშუალებებს, რითაც მან საურველ შედეგს უნდა მიაღწიოს.

შეფასების პროცესში დგება რამდენიმე კითხვა:

Ø  რისთვის ვაფასებ (შეფასების მიზანი)

Ø  რას ვაფასებ (შეფასების საგანი)

Ø  როგორ ვაფასებ (შეფასების ინსტრუმენტები)

Ø  ვის ვაფასებ (შეფასების ობიექტი)

Ø  როდის ვაფასებ (რა სიხშირით, რა ვადებში)

Ø  როგორ ვიყენებ შეფასების შედეგებს(მონაცემთა ანალიზი)

  ამ ყველაფერმა მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ საჭირო იყო რაღაც შემეცვალა ჩემს მუშაობაში და მოსწავლეთა შედეგები ყოფილიყო მოთხოვნებისა და სტანდარტის შესაბამისი, იმის მიხედვით თუ რას უნდა დაეუფლოს მოსწავლე, რათა მოახერხოს ურთიერთობის დამყარება შესასწავლი უცხო ენის მატარებელთან და რა ცოდნას ან რა უნარებს უნდა ფლობდეს იგი იმისთვის, რომ წარმატებით დაამყაროს კომუნიკაცია. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა დავიწყე პრობლემის შერჩევით და ორიენტირებულია მოსწავლის სწავლა-სწავლების შედეგებზე.

თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხლვა. კვლევის მიზნები და ამოცანები

 

1.1           კვლევის სამიზნე ჯგუფი

სადგურ მარელისის  საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის IX კლასის მოსწავლეები.

 

1.2         მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის IX კლასში სწავლობს 12 მოსწავლე, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12 მოსწავლემ. მათ შორის არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე. კვლევა განხორციელდა 2018–2019 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 6 თვე.

თავი II.  საკვლევი საკითხის მიმოხილვა

2.1 კვლევის საფუძველი

კვლევის საფუძველი გახდა მე-9 კლასში შემაჯამებელ დავალებებსა და მიმდინარე შეფასებებს შორის შეუსაბამობა .

2.2  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება

რა არის მიმდინარე შეფასება და რა არის შემაჯამებელი შეფასება? მიმდინარე ანუ ფორმატული შეფასება ხდება ყოველდღე, ყოველი აქტივობის დროს, არ არის სავალდებულო ნიშნებით შეფასება, ასეთი შეფასება გვაძლევს საშუალებას მოსწავლის მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას, გამოკვეთს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. იგი მასწავლებელს აძლევს საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის რეფლექსიის შესაძლებლობას, იმაზე დაყრდნობით, რამდენად მიაღწია საგაკვეთილო მიზანს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს მოსწავლეებმა, რა დაძლიეს და რა ვერა. მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანობა, შერჩეული მასალის სირთულე, კლასის მართვის, ორგანიზაციის უნარი და სხვა. შემაჯამებელი შეფასება კი ადგენს მოსწავლის წარმატებას სწავლისა და სწავლების კონკრეტულ ეტაპზე: თემის დასრულებისას, სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლოს. ასეთი შეფასებისას მოწმდება ის, თუ რამდენად მიაღწია ცალკეულმა მოსწავლემ ან ჯგუფმა სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს/შედეგებს. სწორედ შემაჯამებელი შეფასების შედეგებზე ვაკეთებთ დასკვნას, რამდენად შესრულდა ესგ-ით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეს გვაძლევს დასკვნების გაკეთების საშუალებას. სწორედ დაკვირვებისა და მონიტორინგის შედეგად აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეთა მიმდინარე შეფასებები უფრო მაღალია, ვიდრე შემაჯამებელ დავალებათა შეფასებები. ეს კი, თავისთავად, მოსწავლეებში იწვევდა ემოციურ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას. კოლეგების გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ პრაქტიკაშიც მსგავსი პრობლემა იკვეთება. მოსწავლეთა უმრავლესობა შემაჯამებელ სამუშაოებში ასრულებდა ძირითადად დახურული ტიპის სავარჯიშოებს , ხოლო ღია ტიპის ამოცანების დიდი ნაწილი შეუსრულებელი რჩებოდა. მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტში მითითებულია:

1. მასწავლებელი აანალიზებს შეფასების ტიპებისა და მეთოდების დადებით მხარეებს, რისკფაქტორებს; ქმნის შეფასების სქემებს, რუბრიკებს კლასისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.

      2. მასწავლებელი აანალიზებს შეფასების შედეგებს სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.

     აქედან გამომდინარე დავიწყე კვლევა აღნიშნული პრობლემის მიზეზების დასადგენად და გადაჭრის გზების საძიებლად . ვფიქრობ , რომ კვლევა სარგებელს მომიტანს  როგორც პედაგოგს , იმ კუთხით , რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა გახდება უფრო ხარისხიანი , მოსწავლეებს კი დაეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში და ჩამოუყალიბდებათ ისეთი უნარ-ჩვევები , რომლებსაც გამოიყენებენ სამომავლო მიზნების განსახორციელებლად. ეს კვლევა ასევე საინტერესო გახდება ყველა იმ  თანამშრომლისთვის , რომელთაც მსგავსი პრობლემა აქვთ , რაც ხელს შეუწყობს სწორად დაგეგმონ სწავლების პროცესი.

   2.3 კვლევის მიზანი

უცხოურ ენებში  შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას გამოვლენილი დაბალი შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა, გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და  მიღწეული შედეგების შეფასება.

 

2.4 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები

უკვე გამოკვეთილი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამდე, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა. დაკვირვებისა და შედეგების ანალიზის გაკეთების შემდეგ გამოიკვეთა შედეგი მიზეზები:

Ø  შემაჯამებელი შეფასების წინ არ ხდებოდა სასწავლო პროცესის მონიტორინგი

Ø  მასწავლებლის წიგნში და სამუშაო რვეულებში უკვე არსებული შემაჯამებლების გამოყენება

Ø  მასწავლებლის მიერ შეფასების რუბრიკების ერთპიროვნული შედგენა

Ø  შემაჯამებელი დავალებების ერთფეროვნება

Ø  მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა

Ø  ინტერნეტ სივრცის იგნორირება მოსამზადებელი სამუშაოებისთვის

Ø   შემაჯამებელი სამუშაოს მოცულობა  და შეფასების კრიტერიუმების არცოდნა

2.5  მოსალოდნელი შედეგები:

Ø  მოსწავლეებს აუმაღლდებათ ინტერესი მეორე უცხოური ენის სწავლის მიმართ;

Ø  მოსწავლე ინდივიდუალურად შეძლებს დავალებების შესრულებას;

Ø  მოახდენს შიდასასკოლო ტრანსფერს

Ø  მოსწავლეს აუმაღლედება მოტივაცია, დაძლევს შიშს და გაღიზიანებას შემაჯამებელი დავალების შესრულებისას

2.6  კვლევის ამოცანები

Ø   პრობლემის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა

Ø  პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება ;

Ø  კვლევის მეთოდების შემუშავება და ინტერვენციების დაგეგმვა

Ø  ინტერვენციების განხორციელება/ შეფასება

Ø  შედეგების ანალიზი და დასკვნის გამოტანა

 

თავი III. ლიტერატურის მიმიხილვა

  

კვლევაზე მუშაობის დაწყებამდე მოვიძიე და დავამუშავე სხვადასხვა, როგორც პროფესიული ლიტერატურა, ისე საკითხთან დაკავშირებული უკვე არსებული კვლევები, სხვების გამოცდილება, ასევე გამოვიყენე ინტერნეტრესურსები. ჩემი კვლევა ძირითადად ეყრდნობა და გამომდინრეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან. აგრეთვე განვიხილე შემდეგი ავტორები:  

1.      ჯეფრი ი.მილსი. კვლევის სახელმძღვანელო. სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტი. მესამე გამოცემა. 2007. PDF

2.      სოფო გორგოძე „ეფექტური განმავითარებელი შეფასება“ 26 ოქტომბერი, 2016 http://mastsavlebeli.ge/?p=11953

3.    ე. შავერდაშვილი „უცხოური ენების სწავლების  საფუძვლები“(ნინო ფიცხელაურის, ფატი რამიშვილის, მეგი გვასალიას თანაავტორობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი – 2014 წელი. ნაწილი I.

4.    ეროვნული სასწავლო დეპარტამენტის მიერ გამოცემული „უცხოური ენების გზამკვლევი“ 2011-2016 წლის ესგ-ს მიხედვით. 2013 წ,;   

5.    მ. ხუნძაყიშვილი ,,განმავითარებული შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“

6.    გიორგი ნოზაძეროგორ შევქმნათ შემაჯამებელი დავალება და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკა“ (maswavlebeli.ge 12 დეკემბერი, 2016 წ).;

7.    თეა ურუშაძე  „როგორ დავგეგმოთ  და ჩავატაროთ ეფექტური შემაჯამებელი სამუშაო“ (maswavlebeli.ge 11 იანვარი, 2017წ.);

8.    ნინო ლომიძე შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა და ანალიზი (maswavlebeli.ge 15 მარტი, 2017წ.);

9.    მაია ფირჩხაძე სტატიაში-“როგორ მივცეთ მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები?”(maswavlebeli.ge-29 დეკემბერი, 2015წ.)

 

ჯეფრი ი. მილსის კვლევის სახელმძღვანელოში გადმოცემულია კვლევის ყველა ასპექტი: გააზრება, შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა, შერჩევა-პრიორიტეტული სფეროს არჩევა, მეთოდები, განზოგადება, ეთიკა, ანალიზი, დაგეგმვა, გაზიარება, წარმოდგენა, თვითშეფასება. ჩემთვის განსაკუთრებით საჭირო იყო დავკვირვებოდი კვლევის მეთოდების განხილვას, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ სამოქმედო კვლევის ციკლის დროს ცნობილია, რომ მკვლევარები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ ერთ წყაროს-ინტერვიუს, მიმოხილვას ან ინსტრუმენტს, არამედ მათ უნდა შექმნან ტრიანგულაციის მატრიცა (მრავალინსტრუმენტული მიდგომა)-მარტივი ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს მონაცემთა მრავალ წყაროს, რომელთაც გამოიყენებენ კვლევის თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს ნიშნავს იმას, რომ სამოქმედო კვლევის ჩატარებისას პედაგოგი არის კვლევის იარაღი, რომელიც მონაცემების შეგროვებისას ხანგრძლივად იყენებს მრავალ მეთოდს და კომპლექსურ საკითხებსა თუ მოვლენებს იკვლევს განსხვავებული რაკურსიდან.

ე. შავერდაშვილის სახელმძღვანელოში „უცხოური ენების სწავლების  საფუძვლები“(ნინო ფიცხელაურის, ფატი რამიშვილის, მეგი გვასალიას თანაავტორობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი – 2014 წელი. ნაწილი I. ) ვკითხულობათ, რომ              განმსაზღვრელი            ტესტები, როგორც წესი, გარკვეული დროის მონაკვეთში მიღწეული შედეგის გაკონტროლებას ემსახურება. სტანდარტული        ტესტები შეიძლება იყოს:

Ø  შემოსახაზი დავალებები;

Ø  დასაჯგუფებელი დავალებები;

Ø  სწორი პასუხის მარკირების სავარჯიშოები (სწორია/არასწორია და სწორი პასუხის შესარჩევი დავალებების ტიპის ალტერნატიული გადაწყვეტილებები);  

Ø  ჩასასმელი სავარჯიშოები;

Ø  დახურული ტიპის ტესტები

შეფასების ფუნქციებში შედის:

Ø  ოთხი სამეტყველო უნარ-ჩვევის (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა ცალკე და კომბინაციაში);

Ø  ოთხი ენობრივი საშუალების (ლექსიკა, გრამატიკა, წარმოთქმა, მართლწერა) შეფასება

Ø  ენის შესწავლის ორი ტექნიკა (ლექსიკონისა და გრამატიკის გამოყენება).

ბ) ხოლო დავალების შესრულების აქტივობებს წარმოადგენს:

Ø  საჭირო ჩანიშვნების გაკეთება;

Ø  ლოგიკური კავშირებით დაჯგუფება;

Ø  საკითხის მოძებნა და წინ წამოწევა;

Ø  ჩასმა ან დასრულება;

Ø  მოცემულობის მიხედვით აგება;

Ø  თარგმნა.

შეფასების ფორმებია: კითხვებზე პასუხები, აღწერა, პერაფრაზირება, ახსნა, დასაბუთება, საკუთარი შეხედულების გამოხატვა შესაბამის სახელმძღვანელოსთან.

 

              სწავლა-სწავლების პროცესში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა განსხვავებული ინტერესები, მათი მზაობის დონე და სწავლის სტილი. სწორედ ამას გულისხმობს დიფერენცირებული სწავლება (,,განმავითარებული შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“. მ. ხუნძაყიშვილი). განმავითარებელი შეფასების დანიშნულებაა მოსწავლის პროგრესის შემოწმებისათვის     მოსწავლის სწავლის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი, რაც დაეხმარება მასწავლებლებს სწავლების, ხოლო მოსწავლეებს - სწავლის გაუმჯობესებაში. ბლექისა და უილიამის განმარტებით შეფასებას განმავითარებელი შეიძლება ვუწოდოთ თუ ხდება შედეგების გაანალიზება და სწავლებისა და სასწავლო აქტივობების მოდიფიცირება მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით (Black and William, 2014), ეს კი ნიშნავს სწავლების დიფერენცირებას.  განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.  დიფერენცირებული სწავლება არ გულისხმობს თითოეულ მოსწავლისათვის ცალკე დავალების მიცემას, მასში იგულისხმება აქტივობების მრავალფეროვნება, არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა.   მასწავლებელს  შეუძლია სასწავლო მასალის შინაარსის, სწავლა- სწავლების პროცესის, იმ საბოლოო პროდუქტის დიფერენცირება, რომელიც მოსწავლემ ნასწავლის სადემონსტრაციოდ უნდა შექმნას.

            დიფერენცირებული სწავლების საფუძველზე ძირითადი განსხვავება განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს შორის ისაა, რომ განმავითარებელ შეფასებას აძლევ უშუალოდ სასწავლო პროცესში. ეს არის ინტერვენცია რეალურ დროში, რაც ეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შევაფასებთ. ( http://mastsavlebeli.ge/?p=11953    ეფექტური განმავითარებელი შეფასება“ 26 ოქტომბერი, 2016 სოფო გორგოძე) დიფერენცირებული სწავლების ეფექტური გამოყენება დამოკიდებულია იმაზე , რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი ჯგუფს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მათგანის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას და გამოცდილებას.

 

ამგვარად სათანადო ლიტერატურის განხილვისას გამოიკვეთა რამდენიმე საკვანძო საკითხი:

*      დიფერენცირებული სწავლებისას გამოყენებული განმავითარებელი შეფასებით მასწავლებელი ავლენს მოსწავლეთა ძლიერ მხარეებს და მათზე დაყრდნობით წინ წამოსწევს და განავითარებს მათ სუსტ მხარეებს.

*      დიფერენცირებული სწავლებისას მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას, რაც მათი ცოდნის,გამოცდილების, ინტერესებისა და უახლოესი განვითარების ზონას შეესაბამება.

*      დიფერენცირებული სწავლებისას დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს უჩნდებათ განცდა, რომ თავადაც შეძლებენ წარმატების მიღწევას.

დიფერენცირება აუცილებლად უნდა მოხდეს შემაჯამებელი დავალებების შედგენისას. შემაჯამებელი სამუშაოები მოსწავლის შეფასების და მისი გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოვლენის ერთერთი მეთოდია, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. შემაჯამებელი დავალების კომპონენტები უკავშირდება სწავლა–სწავლების შედეგს. სწორედ ამ კომპონენტებით მოწმდება და ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, საკითხი)

 შესწავლის შედეგად მიღწეული შედეგები. შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს. სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდირებულია შემაჯამებელ დავალებათა სხვადასხვა ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:

Ø  მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება

Ø  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა

Ø  როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა

Ø  ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ

Ø  საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ

Ø  ზეპირი მოხსენება

Ø  განხორციელებული პროექტი და სხვა

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

Ø  დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);

Ø  ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;

Ø  10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;

Ø  მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

ეროვნული სასწავლო გეგმით  რეკომედირებულია შეფასების რუბრიკები (ესგ. თავი XXIV. გვ.16-19)

  შემაჯამებელი სამუშაოს დავალება უნდა იყოს ვალიდური და სანდო. სწორედ იმ ცოდნას უნდა ზომავდეს, რის გაზომვასაც ეს კონკრეტული სამუშაო ისახავს მიზნად. ასევე უნდა იყოს გაზომვადი.  შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ცალსახა; იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.

შეფასების ყველა ამ მეთოდს საერთო მიზანი აქვს – მათი საშუალებით გროვდება ინფორმაცია მოსწავლეების წარმატებებისა და მათი პრობლემების შესახებ და აქედან გამომდინარე, იგეგმება სწავლების შემდგომი ეტაპი. მეორე მხრივ განსხვავებულია ცალკეული შეფასების მეთოდის როგორც ფორმა ისე მნიშვნელობა და კონკრეტული მიზანი.

ამ ყველაფრიდან შეიძლება დავასკვნათ რომ, მასწავლებელმა შეფასების რუბრიკის შედგენისას უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

1. შემაჯამებელმა დავალებამ უნდა შეაფასოს ის, რაც მოსწავლეებმა კონკრეტული თემის გავლის შედეგად ისწავლეს;

2. შეფასების კრიტერიუმები წინასწარ ცნობილი უნდა იყოს მოსწავლეთათვის;

3. შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათელი და არ იძლეოდეს  ინტერპრეტირების საშუალებას;

4. შეფასების რუბრიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომლის ათვისებასაც ემსახურებოდა გავლილი თემა;

5. შეფასების კრიტერიუმებს შორის ქულები გადანაწილებული უნდა იყოს გონივრულად;

6. მრავალდონიანი შეფასების რუბრიკის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი რისკები და შესაძლო შედეგები. 

7. მოსწრების საერთო შეფასება ღია უნდა იყოს. მოსწავლეები სამუშაოს დაწყებამდე უნდა ხედავდნენ შესაფასებელ ამოცანებს და ქულების გამოთვლის პრინციპებს.

თავი IV. კვლევის ვადები

კვლევა განხორციელდა  2018-2019 სასწავლო წლის იანვრიდან და დასრულდა ივნისში

 

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

პრობლემის აღმოჩენა,კვლევის თემის არჩევა და სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა

 

 

 

 

 

 

შემაჯამებელი დავალებებისა და მიმდინარე შეფასებების ანალიზი

 

 

 

 

 

 

ლიტერატურის მოძიება და დამუშავება

 

 

 

 

 

 

კითხვარების შედგენა

 

 

 

 

 

 

მონაცემების შეგროვება და დამუშავება

 

 

 

 

 

 

ინტერვენციების განსაზღვრა და განხორციელება

 

 

 

 

 

 

დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება

 

 

 

 

 

 

რეკომენდაციების შემუშავება

 

 

 

 

 

 

კოლეგებისთვის შედეგების გაზიარება

 

 

 

 

 

 

 

 

 

   თავი V. საკვლევი კითხვების ფორმულირება

                     ჩემი საკვლევი თემის მთავარი კითხვაა

v  რა გავლენას იქონიებს მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალებების საკითხების გამრავალფეროვნება მის შედეგზე?

      ქვეკითხვები:

*      რა გავლენას ახდენს შემაჯამებელი სამუშაოების მრავალფეროვანი ტიპების გამოყენება შემაჯამებელი სამუშაოს შედეგზე?

*      რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინო მათი ინტერესების შემაჯამებელ სამუშაოზე მორგება?

*      რამდენად გებულობენ მოსწავლეები ჩემ მიერ მიწოდებულ დავალებებს?

*      შეესაბამება თუ არა დავალებები მათ ინტერესებს?

*      შეესაბამება თუა რა დავალებები მათ საჭიროებებს?

*      არის თუ არა სირთულე დავალებების მოცულობაში?

*      რამდენ ხანს ანდომებენ თითოეული მიმართულების დავალების შესრულებას?

*      ხომ არ არის პრობლემის მიზეზი მათ პიროვნულ თვისებებსა და სწავლისათვის შესაბამისი უნარების არქონაში?

*      რა დაეხმარება მათ შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების გაუმჯობესებაში?

*      როგორი დავალებები იქნება მათთვის უფრო საინტერესო?

 

თავი VI. კვლევის მეთოდების განხილვა

ჩემ მიერ განხორციელებული კვლევისას გამოვიყენე, როგორც თვისობრივი, აგრეთვე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. თვისობრივი კვლევის მეთოდები

1. დაკვირვება (აღწერითი,ფოკუსირებული, შერჩევითი)

2. ანკეტირება (კითხვარი მოსწავლეებისთვის, კითხვარი მასწავლებლებისთვის) (დნართი1, დანართი 2)

3.ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან

 საკვლევი საკითხის გასაანალიზებლად, კვლევის სანდოობისა და სათანადო დასკვნების გამოსატანად   მუშაობის პროცესში ერთობლივად გამოვიყენე  რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები .

 დაკვირვების მიზნით გამოვყავი საკითხები, განვსაზღვრე ჩემი მოლოდინები ,შევადგინე შესაბამისი კრიტერიუმები: მოსწავლეთა მიერ შემაჯამებელი სამუშაოების  შესრულების ხარისხი და დამოკიდებულება. ასევე საკითხების სირთულე, რომელიც შემაჯამებელი დავალების შესრულების დროს იჩენს თავს. აღწერითი დაკვირვება ვაწარმოე კვლევის საწყის ეტაპზე, რომელიც დამეხმარა დაკვირვების ფოკუსის დადგენაში. შევიმუშავე მონიტორინგის ფორმა და რეგულარულად  ვინიშნავდი დაკვირვების შედეგებს. აღწერითი  დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, გადავედი შემდეგ ეტაპზე - ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. ხოლო შემდეგ  უკვე ვაწარმოე შერჩევითი დაკვირვება თითოეული მოსწავლის  გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით. ყველა მონაცემი შემქონდა დაკვირვების დღიურში. დაკვირვების შედეგები დამეხმარა კითხვარების შედგენაში.

შევადგინე კითხვარები ორი  მიმართულებით: მოსწავლეები, ჰუმანიტარული მიმართულების 5 მასწავლებელი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12-მა მოსწავლემ. გამოკითხვა ჩატარდა კლასში. აღნიშნული გამოკითხვა დამეხმარა, გარკვეულიყო მოსწავლეთა დამოკიდებულება შემაჯამებელი სამუშაოებისადმი და შემეფასებინა მათი განწყობა.

ფოკუსჯგუფი პედაგოგებთან - ფოკუსჯგუფში მონაწილეობდნენ ჰუმანიტარული მიმართულების  მასწავლებლები. ფოკუსჯგუფის მიზანი იყო დაგვედგინა, რატომ უჭირდათ მოსწავლეებს შემაჯამებელი სამუშაოების შესრულება. რა საერთო მიზეზი უდევს საფუძვლად ამ აღნიშნულ პრობლემას, რამდენად იცნობდნენ უკუკავშირის პრინციპებს  და რამდენად იყნებდნენ მათ საგაკვეთილო პროცესში. 

ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან - ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა  12 მოსწავლე. ფოკუსჯგუფის მიზანი იყო მოსწავლეთა დამოკიდებულებების განსაზღვრა შეფასების სისტემისა და საგნის სწავლების მიმართ.

 

თავი VII.  მონაცემთა ანალიზი

 ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მჟღავნდებოდა რუსული ენის  სწავლების მიმართ. მოსწავლეთა ნაწილისთვის რუსული ენის სწავლება საჭირო და აუცილებელია, რადგან მათ ეს სამომავლოდ სჭირდებათ,  ნაწილი კი ინდიფერენტულადაა განწყობილი ამ ენის მიმართ და საერთოდ ენების მიმართ, მისთვის საკმარისია გამსვლელი ქულა მიიღოს ატესტატის მისაღებად ან ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად, დანარჩენები სწავლობენ საგანს იმისათვის, რომ მათ ნიშანი სჭირდებათ. მოსწავლეების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა იცოდა შეფასების კრიტერიუმების შესახებ და იცოდნენ ისიც , რომ ის მასწავლებელს თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდა გაკრული. ხოლო დანარჩენებმა საერთოდ არ იცოდნენ განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკის არსებობა.

აგრეთვე მათთან გასაუბრებამ მიჩვენა, რომ უმრავლესობას (მათ შორის წარჩინებულ მოსწავლეებს)  ორთოგრაფიაში აქვთ პრობლემები და ამიტომ უჭირთ წერითი და გრამატიკული დავალების შესრულება.

  მონაცემთა შეგროვებამ და შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ:

Ø  მოსწავლეებს უჭირთ გრამატიკული და წერითი ნაწილის შესრულება;

Ø  მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ შედეგი გაუმჯობესდება თუ იქნება მოსმენის და ზეპირი დავალება შემაჯამებელ სამუშაოში;

Ø  მოსწავლეები თვლიან, რომ წერითი უნარების გასაუმჯობესებლად საჭიროა ჯერ საკლასო სამუშაოებში და საშინაო დავალებებში გაიუმჯობესონ შედეგები.

რუსული ენა ისწავლება როგორც მეორე უცხოური ენა და ესგ-თი განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობაც შესაბამისია: პირველ სემესტრში- 2, ხოლო მეორე სემესტრში-3 შემაჯამებელი დავალება.

პირველი სემესტრის შედეგების მონიტორინგის შედეგების მიხედვით ჩავატარე გამოკითხვა და შედეგები ასეთია

 

1-ლი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ 5 ქულა მიიღო ორმა მოსწავლემ, 6 ქულა-სამმა, 7-სამმა, 8-ერთმა, 9-სამმა მოსწავლემ. 10 ქულა საერთოდ არ დაწერილა.

მე-2 შემაჯამებელის ანალიზის შედეგებია:

5 ქულა მიიღო ისევ ერთმა მოსწავლემ; 6- სამმა, 7-ორმა და 8-ორმა არცერთმა, 9-ოთხმა და 10 -საერთოდ არ დაწერილა.

ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი შეხედულებები. კითხვაზე რა ტიპის შემაჯამებელი გსურთ, დაწერეს, რომ მათ სურთ სასაუბრო ტიპის შემაჯამებლების გაზრდა. ზოგი თვლის, რომ უჭირს გრამატიკული მასალის შესწავლა, სიტყვების მართლწერის დამახსოვრება და ამიტომ აქვს არასასურველი შედეგი. უმრავლესობის აზრით საჭიროა იცოდნენ, როგორც სამეტყველო კონსტრუქციები ისე მართლწერაც. ამიტომ თვლიან, რომ შედეგების გასაუმჯობესებლად მეტი უნდა იმუშაონ როგორც სკოლაში ისე სახლში. გამოთქვეს სურვილი უფრო მეტი კითხვის სახის სავარჯიშოებით დავტვირთო. ასეთი ტიპის სავარჯიშოები უფრო იოლიცაა და დასამახსოვრებელიც.

პირველი ღია და დახურული ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა 12 მოსწავლე. დადგინდა, რომ:

როგორც მოცემული დიაგრამიდან ჩანს მოსწავლეებს გაუჭირდათ იმ დავალებების შესრულება რომელის მოითხოვდა სიტყვების გრამატიკულ ფორმაში ჩასმას, ხოლო, ის დავალება, რომელიც მოითხოვდა მზა კითხვითი სიტყვების ჩასმას შედარებით უკეთ გააკეთეს.  I დავალება ითვალისწინებდა არსებითი სახელისა და ნაცვალსახელის საჭირო ფორმაში ჩასმას და საჭირო შემთხვევაში წინდებულების გამოყენებას. ამ დავალებას თავი გაართვა მხოლოდ 2 მოსწავლემ. II დავალება ითვალისწინებდა მოცემული კითხვითი სიტყვების საჭირო ადგილას ჩასმას. ამ დავალებას თავი გაართვა 4 მოსწავლემ,  III დავალებაში ისევ მეორდებოდა საჭირო ბრუნვისა და წინდებულების გამოყენება. ამ დავალებას თავი გაართვა 3-მა მოსწავლემ და IV იგივე შინაარსის დავალება, რომელსაც თავი გაართვა აგრეთვე 3-მა მოსწავლემ.

შემდეგ გავარკვიე იცნობდნენ თუ არა შეფასების კრიტერიუმებს, მიუხედავად იმისა რომ ის თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული. შედეგები ასეთია

გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ შეფასების კრიტერიუმებს  არ იცნობდა მოსწავლეთა 42%,  იცნობდა 25%, ნაწილობრივ იცნობდა 33%.

 ფოკუსჯგუფი პედაგოგებთან ანალიზი-პედაგოგების ფოკუსჯგუფთან  დავაყენეთ საკითხი, რა ტიპის შემაჯამებელ სამუშაოებს იყენებდნენ  სასწავლო პროცესში.მათ აღნიშნეს, რომ  შემაჯამებელი გამოკითხვა ძირითადად მიმდინარეობს ტესტირების სახით და იშვიათად მიმართავენ შემაჯამებელი სამუშაოს სხვა ტიპებს : პროექტს,  პრეზენტაციას, ესეს/თემას, კვლევას და სხვას. მასწავლებლებთან დიალოგისას გაირკვა,რომ ისინი ტესტირების დროს ძირითადად  იყენებდნენ დახურული, შესაბამისობების ტიპის დავალებები, ღია დაბოლოებიანი ტიპის დავალებები, გამოტოვებულ სიტყვებს და სხვა.

 ამის შემდეგ გავარკვიე იყენებდნენ თუ არა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სხვა საგნებში დავალებების შესასრულებლად

შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების უმეტესობა არ იყენებს ისტ-ს დავალებების შესარულებლად. გამოკითვის შედეგად აღმოჩნდა რომ მათ აქვთ სურვილი გამოიყენონ ტექნოლოგიები ყველა საგანში, რაც უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელია.

მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები ასეთია:

 

რა ტიპის შემაჯამებელ დავალებებს იყენებთ ძირითადად

 

მასწავლებელთა გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ისინი ძირითადად მუშაობენ ტესტურ დავალებებზე 60%, ესე-20, პროექტი-10,პრეზენტაცია-10.

 

კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა 50% ასრულებს შერეული ტიპის ტესტებს, 25% ღია და დახურული დავალებებს.

 

7.1 მოსწავლეთა შემაჯამებელი ნამუშევრების ანალიზი

 მოსწავლეთა შემაჯამებელ ტესტად გამოვიყენეთ სამუშაო რვეულებში მოცემული თემის შემაჯამებელი დავალება. ანალიზმა აჩვენა , რომ მოსწავლეებს გაუჭრდათ ღია დაბოლოებიანი დავალებების შესრულება, რადგან ისინი ძირითადად შედგენილი იყო მხოლოდ გრამატიკული დავალებებისგან, ასევე გუჭირდათ დავალებების შესრულება მოცულობის გამო.

 

 

I შემაჯამებელი ტესტის ანალიზი

მოსწავლის სახელი,გვარი

დავალება I

თითო სწორი

პასუხი 1 ქ.

მაქს.- 8

დავალება II

თითო სწორი

პასუხი 1 ქ. მაქს.- 8

დავალება III

თითო სწორი

პასუხი 1 ქ. მაქს.- 8

დავალება 4

თითო სწორი

პასუხი 1 ქ. მაქს.- 8

 

ჯამი 32

1

6

8

5

6

25 (8ქ)

2

2

4

3

3

12 (3ქ)

3

4

4

3

3

14 (4ქ)

4

2

3

2

3

10 (3ქ)

5

5

7

5

5

22 (7ქ)

6

2

4

3

3

12 (4ქ)

7

6

8

6

6

26 (8ქ)

8

4

7

5

5

21(7ქ)

9

4

6

4

4

18 (6ქ)

10

2

3

2

3

10 (3ქ)

11

6

8

7

7

28 (9ქ)

12

6

8

7

7

28(9ქ)

 

 

როგორც  დიაგრამიდან ჩანს პირველ შემაჯამებელში  IX  კლასში , სადაც 12 მოსწავლეა მაღალი შეფასება მიიღო ორმა მოსწავლემ, საშუალოზე მაღალი- ოთხმა, საშუალო-ერთმა, ხოლო საშუალოზე დაბალი -ხუთმა მოსწავლემ. დაახლოებით იგივე შედეგები აჩვენა მეორე შემაჯამებელმა დავალებამაც. კლასის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელია 5,9 ქ.

თავი VIII. ინტერვენციები

 

8.1 ინტერვენციების დაგეგმვა

კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა შედეგების გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე განმეხორციელებინა შემდეგი ინტერვენციები

Ø  მოსწავლეებზე დაკვირვება და შემაჯამებელი დავალების შესრულების ხარისხის პროგრესის მონიტორინგი

Ø  მოსწავლეთა შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე მორგებული შემაჯამებელი დავალებების მრავალფეროვნების განსაზღვრა და შესრულების ალტერნატიული გზების დასახვა

Ø  ტექნოლოგიების გამოყენება დავალებების შესასრულებლად

Ø  შეფასების რუბრიკების შედგენა მოსწავლეთა თანამონაწილეობით

Ø  მრავალფეროვანი დავალებების შედგენა,რომელიც გათვლილი იქნება ყველა შესაძლებლობის მქონე ბავშვზე

Ø  შესარულებელი სამუშაოს მოცულობის დადგენა,რომელიც გათვლილი იქნება ერთ საგაკვეთილო დროზე

Ø  თითოეულ მოსწავლეზე შესაბამისი უკუკავშირის დროული მიწოდება

8.2 ინტერვენციების განხორციელება

დასახული მიზნის მისაღწევად გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:

Ø  შემაჯამებელი დავალებების ჩატარების წინ მოვახდინე მონიტორინგი, რა სახის დავალებები იყო მოსწავლებისთვის შედარებით იოლი, რა სახის დავალებები უჭირდათ. წინა რამდენიმე გაკვეთილზე ვამუშავე მსგავს დავალებებზე. ყურადღება გავამახვილე მათთვის შედარებით რთულ საკითხებზე.

Ø  მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით ვათანხებდი მათთან დავალების ტიპებს

Ø  თემის შესწავლის დროს ყველა გაკვეთილზე ფრონტალური კითხვების დასმა იმ საკითხებზე რაც მათ მეტად უჭირდათ

Ø  ყოველ გაკვეთილზე ვთავაზობდი დავალებად გამზადებული სხვადასხვა რაოდენობის სავარჯიშოების და დავალების შესრულების  სასურველი ფორმის გამოყენებას მათი სურვილის მიხედვით. მათ შორის LearningApps.org

           https://learningapps.org/user/ekaterine.%20kurdadze

Gocongr https://www.goconqr.com/en-US/profiles/6701637 და Pixton https://www.pixton.com/ru/schools/my-comics/posted ონლაინ პლატფორმებს, სადაც ვამზადებდი თემის შესაბამის ლექსიკურ და გრამატიკულ დავალებებს და კომიქსებს. მათი შედეგები ავტომატურად აისახება მოსწავლეთა სტსტისტიკურ მონაცემებში კლასების მიხედვით.

Ø  მოსწვლეთა პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით დაინერგა ყოველი გაკვეთილის დაწყება  საშინაო დავალების მონიტორინგით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  მოსწავლეთა  თანამონაწილეობით.

Ø  ერთობლივად შევადგინეთ შეფასების რუბრიკის კრიტერიუმები და გავაცანი თითოეულ მოსწავლეს,თან მოვათავსეთ საკლასო ოთახის კედელზე

Ø  ყოველდღიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად დაინერგა დროული, ეფექტური და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება.

Ø  რეგულარულად ხდებოდა თანამშრომლობა მასწავლებლებთან სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა საშუალებებით ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

8.3  ინტერვენცია I.

სამოქმედო გეგმის შედგენა.

მიზანი: განსახორციელებელი ინტერვენციების დაგეგმვა

 რუსული ენის გაკვეთილებზე შემაჯამებელი დავალებების შედეგების გაზრდის მიზნით მოვიძიე სხვადასხვა სახის მეთოდები, დამხმარე მასალები, ინტერნეტრესურსები, მივიღე რჩევები კოლეგებისგან, დირექციისგან, გავითვალისწინე მოსწავლეთა აზრი და შევადგინე სამოქმედო გეგმა. მიზნად დავისახე შემაჯამებელი წერისთვის საკითხების გამრავალფეროვნება, ისტ-ის გამოყენება თემის ფარგლებში ლექსიკისა და გრამატიკული საკითხების დასწავლა-გამოყენებისთვის,რაც უფრო სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს.

8.4  ინტერვენცია II.

თემის ფარგლებში წინასწარ განვსაზღვრე დავალებების რაოდენობა და   შეფასების ინდიკატორები სტანდარტის მიხედვით.

დავალება 1. მიმართულება მოსმენა

ამ დავალების მიზანია მოსწავლემ მოუსმინოს და აღადგინოს გამოტოვებული სიტყვები. (высокого ----------(роста), стройная ----------(фигура), серые ---------(глаза), длинные ----------(волосы), приятная --------(улыбка), в синем ---------(платье), модно --------(одевается),(весёлая)-------девушка, очень -------(понравилась), (знаком) -------- с ней и т.д.)

ამ შემთხვევაში მოსწავლეებმა იციან რომ ყურადღება არ მიექცევა გრამატიკასა და ორთოგრაფიას (ტექსტის სირთულიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია მიექცეს ყურადღება)

დავალება 2. ლექსიკური ერთეულების ამოცნობა. სიტყვების ჩასმა მოცემული ჩარჩოდან, რომელშიც სამი სიტყვე ზედმეტია. (яркие, карие, прямую, замечательный, симпатичная, стройная, коричневые, увлечение, губы, брови, прямой, клетчатую, красиво, волосы, пальто, характер, успехов, каблуке, некрасивая.)

ამ დავალების მიზანია ტექსტის გაგება-გააზრების უნარის შემოწმება. ქულები  ითვლება გამოტოვებული სიტყვების შესაბამისად

დავალება 3. ძიებითი კითხვა. ინფორმაციის მოძიება ტექსტიდან

1.      ამ დავალების მიზანია ტექსტის გაგება- გააზრება. ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოძიება. კითხვები გათვლილია როგორც დაბალი ასევე მაღალი სააზროვნო უნარების გათვალისწინებით (Как зовут....? Сколько времени....? В каком городе...? Что приготовила...?Что делали...? какой характер....? Почему не приехал...? Как ты думаешь....?)

2.      დავალება 4.  მიწერე წერილი მეგობარს. მოუყევი მეგობარს შენი თანაკლასელის შესახებ. აღწერე მისი გარეგნობა, ხასიათი.ტექსტი უნდა მოიცავდეს 50-80 სიტყვას.

 დავალების მიზანია წერითი უნარების შემოწმება.  მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ შეფასების კრიტერიუმები, რომელიც შევეცადეთ ისე გაგვეწერა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო თითოეული მოსწავლის ინტერესებიც და სტანდარტის მოთხოვნებიც. მსგავსი ტიპის დავალებები მოსწავლეებს უკვე შესრულებული აქვთ კლასშიც და სახლშიც.

8.5 ინტერვენცია III.

შემაჯამებელი დავალების შეფასება და ანალიზი.

შეფასების რუბრიკის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა. გაიაზრეს თითოეული პუნქტი ყველა მიმართულებისთვის ცალცალკე, შეუფარდეს 0,5 ქულა თითოეული სწორი პასუხისთვის. წერითი დავალებისთვის გაიაზრეს სიტყვების რაოდენობის ქვედა და ზედა ზღვარის მნიშვნელობა. იციან რომ ყურადღება უნდა მიაქციონ ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს,  თანმიმდევრულ აღწერას და შინაარსობრივ მხარეს. შემაჯამებელი დავალება 30 ქულიანია, გათვლილია 90 წუთზე, ვინაიდან კლასში არიან სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. ეს ტესტი არ გულისხმობს ოთხივე საკომუნიკაციო უნარის შემოწმებას, ლაპარაკის მიმართულებით შემდეგ წერაზე მოვახდენთ შეჯამებას. დასრულების შემდეგ ვახდენ ქულების კონვერტაციას 10 ქულიან სისტემაში დამრგვალების პრინციპით და შემაქვს ჟურნალში. ამის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვახდენთ შემაჯამებლის ანალიზს.

8.6 ინტერვენცია IV.

Ø  ტექნოლოგიების გამოყენება შესასწავლი თემის ლექსიკის, გრამატიკისა და ორთოგრაფიის გასაუმჯობესებლად. კვლევის მიმდინარეობისას ეტაპობრივად ვაძლევდი მოსწავლეებს თემატურ სავარჯიშოებს, რომელიც შექმნილი მაქვს  LearningApps.org https://learningapps.org/user/ekaterine.%20kurdadze

Gocongr https://www.goconqr.com/en-US/profiles/6701637 და Pixton https://www.pixton.com/ru/schools/my-comics/posted ონლაინ პლატფორმებზე. აღმოჩნდა რომ, მოსწავლეებს არ აქვთ კარგად განვითარებული ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები, რომელიც შეიძლება შემდეგი კვლევის საგანიც გახდეს. თუმცა ბევრი ვარჯიშის შედეგად მაინც მივაღწიეთ სასურველ შედეგს. ეს სავარჯიშოები დაეხმარა მოსწავლეებს ლექსიკური ერთეულების შესწავლაში, გრამატიკული კონსტრუქციების უკეთ გაგება-დამახსოვრებაში. არის ისეთი სავარჯიშოებიც რომელშიც საჭიროა ჩაწერა, ეს კი უვითარებს ორთოგრაფიული ნორმების დამახსოვრების უნარს.

8.7 ინტერვენციების შეფასება.

 

ინტერვენციის განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო აღნიშნული კლასისათვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებულმა ისე აკადემიურად დაბალი შედეგების მქონე  მოსწავლეებმა შემაჯამებელ სამუშაოებში შედეგები გააუმჯობესეს.

        შემაჯამებელი კითხვარის შევსების შემდეგ ვნახე, რომ  მოსწავლეთა უმრავლესობამ იგრძნო, რომ დავალების გამრავალფეროვნებამ, მათ შედეგებზე დადებითად იმოქმედა. ეს უკანასკნელი გაიზომა შემაჯამებელი სამუშაოების შედეგებით.

8.8 მეორადი მონაცემების ანალიზი

 

მეორადი მონაცემების შეგროვების წინ გამოვიკითხე მოეწონათ თუ არა მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენება და აღმოჩნდა თუ არა ის შედეგიანი

შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ ყველა მოსწავლეს მოსწონს ტექნოლოგიების გამოყენება. გაიზარდა მათ შორის თანამშრომლობა, აძლევენ ერთმანეთს რჩევა-დარიგებებს. ერთმა მოსწავლემ თქვა არა, იმის გამო რომ მას ხელი არ მიუწვდება კომპიუტერზე და მობილურ ტელეფონზე და შესაბამისად არ იცის გამოადგებოდა თუ არა სწავლების დროს, ხოლო ერთმა მოსწავლემ ვერ გაართვა თავი დავალებებს.

ამის შემდეგ ჩავატარე შემაჯამებელი დავალება.

შემაჯამებელი ტესტის ანალიზი მეორადი შეფასების მონაცემებით

მოსწავლის სახელი და გვარი

მოსმენა I დავ.

თითოეული სწორად შერჩეული სიტყვა შეესაბამება 0,5 ქ (მაქს.9)

კითხვა

თითოეული სწორად შერჩეული სიტყვა შეესაბამება 0,5 ქ (მაქს.12)

წერა IV დავალება

თითოეული სწორად შერჩეული სიტყვა შეესაბამება 0,5 ქ (მაქს.9)

 

ჯამი  30

II დავალება

(8)

III დავალება (4)

1

9

8

4

7

28 (9ქ)

2

9

8

4

6

27 (9ქ)

3

7

8

4

4

23 (8ქ)

4

6

6

3

3

18 (6ქ)

5

6

7

4

6

23 (7ქ)

6

6

6

2

5

19 (6ქ)

7

9

8

4

8

29 (10ქ)

8

7

6

4

7

24 (8ქ)

9

6

7

2

6

25 (8ქ)

10

6

6

1

3

16 (5ქ)

11

9

8

4

8

29  (10ქ)

12

9

8

4

9

30 (10 ქ)

 

როგორც მონაცემებიდან ვიგებთ, გვაქვს ასეთი ქულები: 1-დან 4 ქულამდე - 0;             5 ქულიანი-1, 6 ქულიანი-2, 7 ქულიანი-1, 8 ქულიანი-3, 9 ქულიანი-2 და 10 ქულიანი-3 მოსწავლე. კლასის აკადემიური მოსწრების საერთო მაჩვენებელია 8 ქ.

 

      

 

 

 

თავი IX. მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები

 9.1 მიგნებები

Ø  მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია, დაძლიეს შიში და განცდა შემაჯამებელი დავალების შესრულებისას

Ø    აუმაღლდათ ინტერესი რუსული ენის სწავლის მიმართ;

Ø  განუვითარდათ კომპიუტერული უნარ-ჩვევები

Ø   შეუძლია ინდივიდუალურად  დავალებების შესრულება;

Ø  აქტიურად თანამშრომლობს მასწავლებელთან და თანაკლასელებთან

Ø  ყველა საგანში გაუმარტივდა შემაჯამებელი დავალების შესრულება

 

9.2 რეკომენდაციები

 

კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სასურველია უცხო ენის სწავლების საწყის ეტაპზე მოსწავლეები მიეჩვივონ ესგ-ს სტანდარტების მიხედვით გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების შესრულებას, რათა მათთვის ეს სიახლედ არ იქცეს და არ გაუჭირდეთ, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები  და ხშირად მოვახდინოთ მათი გამოკითხვა, გავიგოთ რა უჭირთ, სად და რაში ჭირდებათ ჩვენი დახმარება

Ø  წინასწარ მუშაობა დავალებების ანალოგიურ საკითხებზე

Ø  შემაჯამებელი სამუშაოებისთვის მოსამზადებელად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის დავალებებს

Ø  შემაჯამებელი  სამუშოს ჩატარებამდე, თემის შესწავლისას, მოხდეს იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც მნიშვნელოვნად წაადგებათ მოსწავლეებს შემაჯამებლის შესასრულებლად

Ø  საშინაო დავალებად მივცეთ მსგავსი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს მათ მზაობას.

Ø  შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში მასწავლებელთან ერთად ჩაერთოს მთელი კლასი, ასე უფრო გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა

Ø  შემაჯამებელი დავალებები განსხვავებული იყოს სირთულის  დონით და მოსწავლეებს მიეცეთ  არჩევანის საშუალება.

Ø  შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების გაცნობა მოხდეს მყისიერად, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საკუთარი ნამუშევრის შედეგისადმი

 

9.3 კვლევის ნაკლოვანებები

 

კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს:

·         მონაცემთა სიმწირე

·         პრობლემის მასშტაბურობის გამო მხოლოდ რამდენიმე სკითხის განხილვა

·         შედეგების არასრული ანალიზი (კვლევის პროცესისას თავი იჩინა სხვა პრობლემებმაც, რომლებიც საკვლევ საგანს უკავშირდებოდა და შეიძლება ეს ცალკე საკვლევი თემაც გახდეს)

     

დასკვნები

 

ჩატარებული კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

Ø  წინასწარ მუშაობა დავალებების ანალოგიურ საკითხებზე

Ø  შემაჯამებელი სამუშაოებისთვის მოსამზადებელად გამოვიყენოთ კომპიუტერი, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის დავალებებს

Ø  შემაჯამებელი  სამუშოს ჩატარებამდე, თემის შესწავლისას, მოხდეს იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და უკუკავშირის მიცემა, რაც მნიშვნელოვნად წაადგებათ მოსწავლეებს შემაჯამებლის შესასრულებლად

Ø  საშინაო დავალებად მივცეთ მსგავსი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს მათ მზაობას.

Ø  შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში მასწავლებელთან ერთად ჩაერთოს მთელი კლასი, ასე უფრო გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა

Ø  შემაჯამებელი დავალებები განსხვავებული იყოს სირთულის  დონით და მოსწავლეებს მიეცეთ  არჩევანის საშუალება.

Ø  შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების გაცნობა მოხდეს მყისიერად, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს საკუთარი ნამუშევრის შედეგისადმი

 

 

 

 

 

 

 

 

დანართები

დანართი 1. /კითხვარი მასწავლებლებისთვის/

1. ძირითადად რა ტიპის სავარჯიშოებს იყენებთ?

ა) ტესტური

ბ) ესე

გ) პროექტი

2. რა ტიპის ტესტურ დავალებას იყენებთ?

ა) ღია ტესტურ დავალებებს

ბ) დახურულ

გ) შერეულს

დანართი 2. /კითხვარი მოსწავლეებისთვის/

1.      იცნობთ თუ არა განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებს?

ა) კი

ბ) არა

გ) ნაწილობრივ

 

2.      რომელ დავალებას ანიჭებთ უპირატესობას

ა) ზეპირს

ბ) წერითს

გ) მოსმენის

დ) გრამატიკულს

3.      რომელი ტიპის დავალების შესრულება გიჭირთ

ა) გრამატიკული

ბ) მოსმენის

დ) ზეპირი

 

 

 

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია

9        ჯეფრი ი.მილსი. კვლევის სახელმძღვანელო. სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტი. მესამე გამოცემა. 2007. PDF

10    სოფო გორგოძე „ეფექტური განმავითარებელი შეფასება“ 26 ოქტომბერი, 2016 http://mastsavlebeli.ge/?p=11953

11  ე. შავერდაშვილი „უცხოური ენების სწავლების  საფუძვლები“(ნინო ფიცხელაურის, ფატი რამიშვილის, მეგი გვასალიას თანაავტორობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი – 2014 წელი. ნაწილი I.

12  ეროვნული სასწავლო დეპარტამენტის მიერ გამოცემული „უცხოური ენების გზამკვლევი“ 2011-2016 წლის ესგ-ს მიხედვით. 2013 წ,;   

13  მ. ხუნძაყიშვილი ,,განმავითარებული შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“

14  გიორგი ნოზაძეროგორ შევქმნათ შემაჯამებელი დავალება და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკა“ (maswavlebeli.ge 12 დეკემბერი, 2016 წ).;

15  თეა ურუშაძე  „როგორ დავგეგმოთ  და ჩავატაროთ ეფექტური შემაჯამებელი სამუშაო“ (maswavlebeli.ge 11 იანვარი, 2017წ.); ნინო ლომიძე შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა და ანალიზი (maswavlebeli.ge 15 მარტი, 2017წ.);

16  მაია ფირჩხაძე სტატიაში-“როგორ მივცეთ მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები?”(maswavlebeli.ge-29 დეკემბერი, 2015წ.)

 

 

                                                  

 

რეფლექსია

20018-20019 სასწალო წელს განვახორციელე კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის ბაზაზე „როგორ გავაუმჯობესოთ შემაჯამებელი დავალებების შესრულების       ხარისხი და შედეგები რუსულ ენაში“.  სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ შევაჯამე  IX კლასის შედეგები, აღმოჩნდა,რომ საგრძნობი განსხვავება იყო მიმდინარე და შემაჯამებელი დავალებების შეფასებებს შორის. გადავწვიტე გამომეკვლია შეფასებებს შორის განსხვავების მიზეზები და დამედგინა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების ნუსხა.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით გავეცანი სატანადი ლიტერატურას, კვლევის გზამკვლევს, გავიაზრე კვლევის სტრუქტურა და შინაარსი, გავიგე რა მეთოდები უნდა გამომეყენებინა კვლევის პროცესში, გავეცანი ამ საკითხზე ძალიან მწირ მაგრამ უკვე არსებულ კვლევებს, გავიზიარე კოლეგების გამოცდილება და შევიმუშავე კვლევის სამოქმედო გეგმა.

უპირველეს ყოვლისა, განვსაზღვრე პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დავიწყე კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა და ორგანიზება. ძირითად ინსტრუმენტად ავირჩიე ფოკუსჯგუფი. გამოვიკითხე მეცხრე კლასის მოსწავლეები.

უნდა აღინიშნოს,რომ კველევის მონაწილეები აქტიურად იყვენენ ჩართული კვლევის პროცესში,რამაც განაპირობა მათი გულწრფელობა და კვლევის შედეგების ობიექტურობა.

კვლევის შემდგომი ინტერვენციის შედეგები აისახა როგორც მოსწავლეთა შეფასებაზე, ასევე სწავლის ხარისხის ამაღლებაზე და,ზოგადად,დადებითი გავლენა იქონია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე.

ინტერვენციების განხორციელების შემდეგ შევიმუშავე რეკომენდაციები და დავგეგმე კოლეგებისთვის კვლევის გაზიარების დღე 2019 წლის 14 ივნისი. პრეზენტაცია აღმოჩნდა საინტერესო, კოლეგებმა მომცეს კონსტრუქციული უკუკავშირი, პროცესი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მათ აღიარეს კვლევის მართებულობა და თქვეს, რომ ისინიც აქტიურად გამოიყენებენ სასწავლო პროცესში იმ მიგნებებს რაც ამ კვლევამ დაანახა. ჩემთვის მათი უკუკავშირი თვითშეფასების განმტკიცების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. გამოიკვეთა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, კიდევ უფრო ნათლად დავინახე, რომ პრობემა აქტუალურია. არ შემოვიფარგლები ერთი კლასით და ყველა კლასში განვახორციელებ აღნიშნული საკითხის შესწავლას. კვლევის პროცესში გამოიკვეთა სხვა საკვლევი პრობლემებიც, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალი კვლევის დაგეგმვის დროს.

 

კვლევის ავტორი: ეკატერინე ქურდაძე

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

            პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი (ჯეკი თერნბული) 1. ფიქრი საკუთარ თავზე 2. საფუძველი თავდაჯერებული მუშაობისთვის 3. სტრე...